მანჩესტერ სიტის ლიდერმა, როდრიმ ბრენტფორდთან გამართული მატჩისას კუნთის დაზიანება მიიღო. მის მდგომარეობაზე მოკლე კომენტარი პეპ გუარდიოლამ გააკეთა.
"კუნთის ამბავია. რა თქმა უნდა, ჩვენ მისი დაკარგვა არ გვსურს და ვეცადეთ, გავფრთხილებოდით", - განაცხადა გუარდიოლამ, რომლის კომენტარიდანაც ჩანს, რომ შეცვლას პრევენციული ხასიათი ჰქონდა.
ვიცით ისიც, რომ 1-ელ ოქტომბერს მონაკოსთან გამართულ შეხვედრამდე, იმავე მუხლის პრობლემის გამო, ესპანელმა 10 დღით დაისვენა და 2 თამაში გამოტოვა - ჰადერსფილდთან და ბარნლისთან.
ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ოქროს ბურთის 2024 წლის გამარჯვებული საქართველოსა და ბულგარეთთან საშინაო მატჩებში მონაწილეობის მიღებას.
აქვე აღვნიშნოთ, რომ ესპანელებს ჩვენს ნაკრებთან ლამინ იამალი და ფაბიან რუისი არ ეყოლებათ.