ოქროს ბურთის მოქმედმა მფლობელმა, როდრიმ, ჯილდოს მომავალი გამარჯვებულის შესახებ, აზრი ჟურნალისტს გაუზიარა.
პსჟ სეზონის საუკეთესო გუნდია და რთული იქნება, პრიზი ამ გუნდიდან ვინმეს არ მისცე.
ლუის ენრიკეს გამო ბედნიერი ვარ. ასევე, ჩვენი სიახლოვის ფონზე, გამიხარდება, თუ ლამინს ან პედრის გამოარჩევენ, მაგრამ, სპორტული კუთხით, ყველაზე მეტად დემბელე ან ვიტინია იმსახურებენ“, - განაცხადა როდრიმ რეპორტიორებთან.
ოქროს ბურთის 2025 წლის დაჯილდოების ცერემონია 22 სექტემბერს გაიმართება.
30 ნომინანტს შორისაა ხვიჩა კვარაცხელია, ჯილდოს მოგების მთავარ ფავორიტებად კი დემბელე, იამალი და ვიტინია სახელდებიან.