ფრანგული გამოცემა France Football რეალთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის შარშანდელი ცერემონია სკანდალით დასრულდა, მას შემდეგ, რაც ჯილდო მან სიტის ნახევარმცველმა, როდრიმ მოიგო.
რეალმა, როცა შეიტყო რომ პრიზს როდრი იგებს და არა ვინისიუსი, ცერემონიას სრული ბოიკოტი გამოუცხადა, პარიზში ჩასვლაზე უარი თქვა და ორგანიზატორებთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა.
როგორც Marca იტყობინება, ბოლო თვეებში France Football-მა რამდენჯერმე სცადა რეალთან ურთიერთობის აღდგენა. მეტიც, ფრანგული დელეგაცია მადრიდში ჩაფრინდა, რათა 22 სექტემბერს გასამართი ცერემონიის წინ მადრიდელებთან ურთიერთობა გამოესწორებინა, თუმცა მოლაპარაკებები წარმატებით ვერ დასრულდა.
წყარო ხაზს უსვამს, რომ რეალი დღემდე ვერ ხვდება, გასულ წელს რა მოხდა. კლუბისთვის განსაკუთრებით გაუგებარი ის არის, რატომ შეიცვალა გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები მაინც და მაინც შარშანდელი დაჯილდოვების წინ.