ოქროს ბურთის მოქმედ გამარჯვებულს იმედი აქვს, რომ წელს ჯილდოს იამალი ან პედრი მოიგებენ.
„იმედია, ოქროს ბურთის გამარჯვებული ჩემი ერთ-ერთი თანამემამულე გახდება. იამალი, პედრი... ვინც არ უნდა იყოს, გამიხარდება. ჩემთვის ეს ფეხბურთის ზეიმია. დაე, უძლიერესმა გაიმარჯვოს.
ესპანელის მიერ ზედიზედ მეორედ ოქროს ბურთის მოგება წარმოუდგენლად მაგარი იქნებოდა და ესპანური ფეხბურთის ამჟამინდელ ვითარებას კარგად განასახიერებდა.
იმედია, ასეც გაგრძელდება, იმიტომ რომ კარგი დრო გვიდგას." - აღნიშნა მან სიტის და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა.
ოქროს ბურთის დაჯილდოვება დღეს, 22 სექტემბერს, პარიზში გაიმართება.