• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
პარიზის რეკორდული ოლიმპიადა
სხვა სპორტისხვა სპორტი

პარიზის რეკორდული ოლიმპიადა

12 აგვ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პარიზის ოლიმპიადა დასრულდა და შეგვიძლია 2024 წლის ოლიმპიური თამაშები საინტერესო ფაქტებით შევაჯამოთ.


ოლიმპიადა 19 დღის განმავლობაში გაგრძელდა, სადაც 206 ქვეყნისა და ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდების წარმომადგენლები ასპარეზობდნენ. სულ 32 სპორტის სახეობა და 48 დისციპლინა ვიხილეთ. დებიუტი ჰქონდა ბრეიკდანსს და კიდევ 3 ახალი სპორტის სახეობა, რომელიც დებიუტანტი ტოკიოში იყო, პარიზშიც ვნახეთ - სკეიტბორდინგი, სპორტული ცოცვა და სერფინგი.


სულ 329 სამედალო ღონისძიება გაიმართა, ჯამში კი 5048 მედალი იყო დამზადებული, რომელიც ეიფელის კოშკის შემადგენელ მასალას შეიცავდა.


საინტერესოა, რომ 10 დისციპლინაში 125 ოლიმპიური რეკორდი დამყარდა, 8 დისციპლინაში კი - 32 მსოფლიო რეკორდი.


მედალი 91 ქვეყნისა და ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელმა აიღო, ოთხ ქვეყანას კი ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს:


ბოტსვანა - ლეტსილე ტებოგო - მძლეოსნობა


დომინიკა - ტეა ლაფონდი - მძლეოსნობა


გვატემალა - ადრიანა რუანო ოლივა - სროლა


სენტ ლუსია - ჟულიენ ალფრედი - მძლეოსნობა


ისტორიაში პირველი მედალი აიღო ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელმა - სინდი ნგამბა (ბრინჯა) - კრივი


ისტორიაში პირველი მედალი მოიპოვა ოთხმა ქვეყანამ:


ალბანეთი - ჩერმენ ვალიევი (ბრინჯაო) - ჭიდაობა


კაბო ვერდე - დავიდ დე პინა (ბრინჯაო) - კრივი


დომინიკა - ტეა ლაფონდი (ოქრო) - მძლეოსნობა


სენტ ლუსია - ჟულიენ ალფრედი (ოქრო) - მძლეოსნობა


აღსანიშნავია, რომ პარიზის ოლიმპიადა ისტორიაში პირველი გენდერულად თანაბარი ოლიმპიური თამაშები იყო. 196 დელეგაციას ორი მედროშე ჰყავდა - კაცი და ქალი. სრული გენდერული თანაბრობა 32-დან 28 სპორტში იყო.


სულ აღნიშნულ სპორტულ ღონისძიებებზე 9.5-დან 10 მილიონ ბილეთამდე გაიყიდა.


სპორტები, სადაც ოლიმპიირი თამაშების რეკორდები დამყარდა:


შვიდკაცა რაგბი - 530 ათასი მაყურებელი


ხელბურთი - 500 ათასი მაყურებელი


პლაჟის ფრენბურთი - 450 ათასი მაყურებელი


მხოლოდ 30 ივლისს პარიზში სპორტულ ღონისძიებებს 743 ათასი ადამიანი დაესწრო.


პარიზის ოლიმპიადის ტრიუმფატორი აშშ გახდა


ისტორიაში საუკეთესო ოლიმპიადა - საქართველოს ოლიმპიური თამაშების შეჯამება ციფრებში

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ოლიმპიადა
ოლიმპიური თამაშები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

46 წლის შემდეგ პირველად - აშშ-ის ჰოკეის ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონია

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

46 წლის შემდეგ პირველად - აშშ-ის ჰოკეის ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონია
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა დასრულდა - რომელ ადგილზე გავიდა საქართველო?

•ქართული

ქართული

2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა დასრულდა - რომელ ადგილზე გავიდა საქართველო?
•ქართული

ქართული

დისკვალიფიკაცია - რუსმა სპორტსმენმა სხვისი თხილამურები აიღო

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

დისკვალიფიკაცია - რუსმა სპორტსმენმა სხვისი თხილამურები აიღო
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ლინდსი ვონი ფეხის ამპუტაციას გადაურჩა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ლინდსი ვონი ფეხის ამპუტაციას გადაურჩა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

News image

22 თებ, 2026

46 წლის შემდეგ პირველად - აშშ-ის ჰოკეის ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონია

News image

23 თებ, 2026

2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა დასრულდა - რომელ ადგილზე გავიდა საქართველო?

News image

22 თებ, 2026

დისკვალიფიკაცია - რუსმა სპორტსმენმა სხვისი თხილამურები აიღო

News image

23 თებ, 2026

ლინდსი ვონი ფეხის ამპუტაციას გადაურჩა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება