ბაიერნი ოლისეს 500 მილიონ ევროდაც კი არ გაყიდის.
მიუნხენის ბაიერნი ვინგერ მაიკლ ოლისესთან შელევას არ აპირებს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რეალი მზად იყო 24 წლის ფეხბურთელში 150 მილიონი ევრო გადაეხადა. ასევე, დაიწერა ისიც, რომ ფრანგის სანაცვლოდ შეთავაზებას პსჟ-ც ამზადებდა.
„ოლისე ფასდაუდებელია. 500 მილიონ ევროდაც კი არ წავა ის გუნდიდან“, - განუცხადა L'Equipe-ს გერმანული კლუბის დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა.
გამოცემა Transfemarkt-ის მიხედვით ოლისე 150 მილიონადაა შეფასებული, 24 წლის ფეხბურთელი ბაიერნში 2024 წელს 53 მილიონ ევროდ გადავიდა.