ატლეტიკომ უეფასთან დაიჩივლა, რომ არსენალის სტადიონზე ცხელი წყალი არ მუშაობდა.
ეს ორი გუნდი ერთმანეთს დღეს, 21 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის საერთო ფაზის მატჩში დაუპირისპირდება.
Marca, Cope და სხვა ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდული გუნდის ფეხბურთელებმა ემირეითსზე ჩატარებული ვარჯიშის შემდეგ წყლის გადავლება ვერ მოახერხეს, რადგან სტადიონზე ცხელი წყალი არ მუშაობდა.
ატლეტიკოში უკმაყოფილონი არიან და ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლებოდა ასეთ თანამედროვე სტადიონზე ელემენტარული პირობებიც ვერ შეექმნათ სტუმარი გუნდისთვის. კლუბმა უეფაში ოფიციალური საჩივარი შეიტანა.
არსენალი მომხდარის გამო ბოდიშს იხდის და აცხადებს, რომ პრობლემა მალევე აღმოიფხვრა.
ატლეტიკომ წყლის პრობლემა ადგილობრივი დროით 18:45 საათისთვის დააფიქსირა - ვარჯიშის დამთავრებამდე 45 წუთით ადრე. კლუბის პერსონალმა 19:25-სთვის შეძლო ამ პრობლემის აღმოფხვრა, თუმცა ესპანურმა გუნდმა ვარჯიში ნაადრევად დაასრულა და სტადიონი მალევე დატოვა, რათა ფეხბურთელებს შხაპი სასტუმროში მაინც მიეღოთ.