ბრიტანული პრესის საინტერესო ინფორმაცია მუნდიალის განვლილ ნახევარფინალზე.
The Telegraph-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, თომას ტუხელს არგენტინასთან ნახევარფინალში (1:2) შეცვლაზე შესული ფეხბურთელებისთვის უკან დახევისა და ანგარიშის შენარჩუნების დავალება არ მიუცია - პირიქით, ის მათგან უფრო მაღლა თამაშსა და შეტევას ითხოვდა.
მატჩის შემდეგ გერმანელი სპეციალისტი მწვავედ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ 1:0-ის დროს მოედანზე ერთდროულად სამი მცველი შეიყვანა, რასაც საბოლოოდ არგენტინის მიერ მატჩის მიწურულს გატანილი ორი გოლი მოჰყვა.
როგორც წყარო იტყობინება, ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები შოკირებულები იყვნენ განხორციელებული ცვლილებებით და იმ ფაქტით, რომ წამყვანი ვინგერი ბუკაიო საკა მთელი თამაშის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე დარჩა.