ემანუელ პეტი რუბენ ამორიმის სიტყვებმა გააკვირვა.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა: "ჩემი მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ფეხბურთელებს თქვენი - ჟურნალისტების სჯერათ, როცა თქვენ ამბობთ, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა სქემაშია. ეს ძალიან მაღიზიანებს, რადგან ვხედავ, რომ გუნდზე გავლენას ახდენს."
„პირველად მესმის, რომ მწვრთნელი თავისი ფეხბურთელების წარუმატებლობებს ამით ამართლებდეს. ფეხბურთელებმა თავადაც იციან, რომ ის ბოდავს.
როგორ შეიძლება მანჩესტერის მწვრთნელმა მსგავსი რაღაც თქვა? თუ ტოპ გუნდში მუშაობ, ამხელა ფულს იღებ, მაგრამ კრიტიკას ვერ უძლებ - წადი. ნუ იმუშავებ ტოპ გუნდში.
როცა წავიკითხე გავიფიქრე - ეს მართლა თქვა მეთქი? სერიოზულად? ტოპ-კლუბებში მითამაშია და მოედანზე ყოფნისას თავის მართლება არასდროს არ მიცდია. უბრალოდ აიღე პასუხისმგებლობა, იყავი მამაკაცი.
მახსოვს, ზოგჯერ კრიტიკა ძალიან მწყინდა, განსაკუთრებით როცა უსამართლობებს ლაპარაკობდნენ, მაგრამ ამას უნდა გაუმკლავდე.
კლუბში ბევრი ადამიანია, რომელსაც არ ჰყოფნის ხასიათი, რათა სიტუაცია გამოასწოროს. ბიჭებო, უბრალოდ გულწრფელები იყავით მაშინ, როცა სარკის წინ იდგებით. საკუთარ თავს უთხარით - ამას იმიტომ ვერ ვაკეთებ, რომ შეშინებული ვარ. იყავი გულწრფელი და ეცადე შეიცვალო." - აღნიშნა არსენალის ექს-ფეხბურთელმა.