რიო ფერდინანდმა სოციალურ ქსელში მადრიდის რეალის პრობლემაზე და ამის გამოსავალზე მოსაზრება გამოთქვა.
"რეალს პრობლემა აქვს. ტონი კროოსმა კარიერა დაასრულა, ლუკა მოდრიჩი კი ვერ გაახალგაზრდავდება. ამ გუნდს გამკონტროლებელი, მანიპულატორი და რითმის შემქნელი სჭირდება.
მათ დიდებული მოთამაშეები ჰყავთ, მაგრამ მნიშვნელოვანი ინგრედიენტი აკლიათ მოთამაშეების ამ მიქსში.
გიულერი ახალგაზრდაა და ფიზიკურად განვითარება შეუძლია, მაგრამ ზოგ მოთამაშეს ფიზიკურობა არ სჭირდება (მოდრიჩი, კროოსი, ინიესტა, სქოულზი, ჩავი და ა.შ.).
დროის მიცემით და მის გარშემო სწორი სტრუქტურით მას შეუძლია იმ რითმისა და კონტროლის მოცემა, რაც რეალს სჭირდება." - წერს ფერდინანდი.