ფერმინ ლოპესმა ბარსელონას ფანები დაამშვიდა.
ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა, რომ ესპანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ მანჩესტერ იუნაიტედი ამზადებდა მსუყე შეთავაზებას. თუმცა, კლუბიდან წასვლა ლოპესმა კატეგორიულად გამორიცხა.
„ბარსელონას ფანებს შეუძლიათ დამშვიდდნენ. იმიტომ, რომ აქ დავრჩები... ბარსადან არ წავალ." - აღნიშნა ფერმინმა.
კომოსთან გუშინდელ მატჩში, რომელიც ერთმატჩიანი ამხანაგური ტურნირის, ჟოან გამპერის თასის ეგიდით გაიმართა, ფერმინ ლოპესმა დუბლი მიითვალა.