სერია ა-ს გუნდი პიზა ალბერტო ჯილარდინომ ჩაიბარა.
42 წლის სპეციალისტმა კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა მესამე წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
2024/25 სეზონის შედეგად პიზა სერია ბ-დან ა-ში ფილიპო ინძაგიმ ამოიყვანა, რომელმაც კლუბი ამ წარმატების შემდეგ დატოვა და კვლავ სერია ბ-ში დაბრუნდა, სადაც პალერმო ჩაიბარა.
ჯილარდინოს უკანასკნელი სამუშაო ადგილი კი ჯენოა იყო, რომელშიც ის 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის ნოემბრამდე მუშაობდა და 79 მატჩში 32 გამარჯვება მოიპოვა, 23 მატჩი წააგო და კიდევ 24-ჯერ ფრე ითამაშა.
ჯენოას გარდა ყოფილ თვადამსხმელს მწვრთნელად სიენაში, პრო ვერჩელიში და რეზატოში აქვს ნამუშევარი.