UFC-ს ბრიტანელი მებრძოლის, პედი პიმბლეტის თქმით, მას ილია თოფურიასთან სურს დაპირისპირება.
პიმბლეტთან ჩხუბის სურვილი რამდენიმე დღის წინ თოფურიამაც გამოთქვა, რომელმაც იქვე დასძინა, რომ ინგლისელს უბრალოდ ვერ იტანს.
„თუ თოფურია ოლივეირას მოუგებს და იტყვის, რომ ჩემთან სურს ჩხუბი, UFC ყველაფერს მოაწყობს. იმიტომ რომ მათაც იციან, რომ ეს შემოსავლიანი ბრძოლა იქნება.
ვიცი, რომ თოფურიას მოვუგებდი. არავინ არ იყენებს მის სუსტ მხარეებს, ყველა უბრალოდ კრივში ცდილობს მასთან დაპირისპირებას." - აღნიშნა პიმბლეტმა.
შეგახსენებთ, რომ 29 ივნისის დილას თოფურია მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება.