29 ივნისს, UFC 317-ზე ილია თოფურია მორიგ ტიტულს შეუტევს. ქართველი მებრძოლი ქვემსუბუქი წონის შემდეგ მსუბუქი დივიზიონის ქამრის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
თოფურიამ ქვემსუბუქ წონაში ჩემპიონობისა და ქამრის დაცვის შემდეგ, ტიტული ვაკანტური გახადა და მსუბუქ დივიზიონში ავიდა.
თავის მხრივ მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმაც იგივე გააკეთა და ქვესაშუალო წონის ტიტულისთვის იბრძოლებს.
შესაბამისად, მსუბუქი დივიზიონის სატიტულო ბრძოლაში ერთმანეთს ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა დაუპირისპირდებიან. მატადორი შეეცდება, რომ ქამარი მოიპოვოს და მეორე წონის ჩემპიონი გახდეს.
ბრაზილიელმა მებრძოლმა თქვა, რომ მას ილიაზე ძლიერი დარტყმა აქვს, თუმცა თოფურია უფრო მძიმე დარტყმით მზად არის, რომ ტიტული თავად მოიპოვოს.
UFC 317-ზე კიდევ ერთი საჩემპიონო ბრძოლა გაიმართება - უმსუბუქესი წონის ჩემპიონი, ალექსანდრე პანტოჟა ქამარს კაი კარა-ფრანსის წინააღმდეგ დაიცავს.
ღონისძიება 29 ივნისს, ლას ვეგასში გაიმართება.