ლოს ანჯელესში ქართულ-სომხური შეხვედრა შედგა. სოციალურ ქსელში ფოტოს UFC-ის მებრძოლი, არმან ცარუკიანი აქვეყნებს, სადაც ის ქართველებთან - ხვიჩა კვარაცხელიასთან, გიგა ჭიკაძესთან არის.
ხვიჩა და პსჟ 20 ივნისს, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ბრაზილიურ ბოტაფოგოს დაუპირისპირდებიან.
არმან ცარუკიანი UFC 317-ისთვის ემზადება, სადაც ის ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას სატიტულო ბრძოლის დამზღვევი იქნება.

