აკაკი ბასარიამ ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში გამართული ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი მოიგო. ქართველმა მოკრივემ ფინალური ბრძოლა დროზე ადრე დაასრულა.
70 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში, აკაკი უკრაინელ ვლადისლავ ჩინიუკს ხვდებოდა და გამარჯვება პირველსავე რაუნდში მოიპოვა. შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონი ჰყავს - აკაკი ბასარია.
შეგახსენებთ, ტურნირზე კიდევ ორი ისეთი ფინალი დასრულდა, რომლებშიც ქართველები მონაწილეობდნენ - 16 წლის ლუკა ჩხიკვაძემ (60 კგ.), ბასარიას მსგავსად, ევროპის ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო ასევე 16 წლის დავით მხეცაძე (80 კგ.) ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ჩვენი ნაკრები ტურნირზე კიდევ ორ მედალს მოიპოვებს - ოდნავ მოგვიანებით ფინალურ მატჩებს ზუკა ჭოჭუა (65 კგ.) და ელნურ აბდულაევი (75 კგ.) გამართავენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 10 მოკრივით იყო წარმოდგენილი და 5 მედალს მოიპოვებს.
ფოტო: საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია