ლუკა ჩხიკვაძემ, ჩეხეთში მიმდინარე კრივის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.
60 კგ. წონითი კატეგორიის 1/4 ფინალში, ქართველმა მოკრივემ ლატვიელი ნიკოლაჯს ზამჯატინი დაამარცხა. იქამდე, 1/8 ფინალში, ადგილობრივ თომას ონდეჯის აჯობა.
თბილისის დროით, 20:00 საათიდან რინგზე კიდევ 2 ქართველი გამოვა. 70 კგ. წონით კატეგორიაში, აკაკი ბასარია უნგრელ რობერტ ბუზასისთან იჩხუბებს, ხოლო 75 კგ.-ში - ელნურ აბდულაევი ბელგიელ იდრის ხლიფისთან.
ხვალ ქართველთაგან რინგზე კიდევ 3 მოკრივე გამოვა - ზუკა ჭოჭუა (65 კგ.), ანა ხვედელიძე (65 კგ.) და დავით მხეცაძე (80 კგ.). სამივე მათგანი 1/2 ფინალის საგზურისთვის იჩხუბებს.
შეჯიბრება ქალაქ ოსტრავაში მიმდინარეობს და 9 ოქტომბრამდე გაგრძელდება.