ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში მიმდინარე ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე, ელნურ აბდულაევი ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
75 კგ. წონითი კატეგორიის სატიტულო მატჩში, ქართველი მოკრივე ინგლისელ ოლივერ მეილს შეხვდა და მსაჯების გადაწყვეტილებით წააგო.
აბდულაევის მიერ მოგებული ვერცხლის მედალი, მიმდინარე ტურნირზე საქართველოსთვის მეორეა - ასევე ევროპის ვიცე-ჩემპიონია დავით მხეცაძე (80 კგ.). სამაგიეროდ, 3 ევროპის ჩემპიონი გვყავს - ლუკა ჩხიკვაძე (60 კგ.), ზუკა ჭოჭუა (65 კგ.) და აკაკი ბასარია (70 კგ.).
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრები, რომელიც შეჯიბრებაზე 10 მოკრივით იყო წარმოდგენილი, ასპარეზობას 5 მედლით ასრულებს - 3 ოქრო და 2 ვერცხლი.
ფოტო: საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია