ელნურ აბდულაევმა, ჩეხეთში მიმდინარე კრივის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.
75 კგ. წონით კატეგორიაში, ქართველმა მოკრივემ ბელგიელი იდრის ხლიფი დაამარცხა და ჩვენს ქვეყანას ტურნირზე რიგით მე-2 მედალი გაუნაღდა. ასევე 1/2 ფინალშია ლუკა ჩხიკვაძე, რომელმაც აქამდე ორი ბრძოლა მოიგო - ჩეხ თომას ონდეჯისთან და ლატვიელ ნიკოლაჯს ზამჯატინისთან.
ოდნავ მოგვიანებით გამოდის რინგზე 70 კგ. წონითი კატეგორიის მონაწილე აკაკი ბასარია - უნგრელ რობერტ ბუზასისთან იჩხუბებს.
ხვალ ქართველთაგან რინგზე კიდევ 3 მოკრივე გამოვა - ზუკა ჭოჭუა (65 კგ.), ანა ხვედელიძე (65 კგ.) და დავით მხეცაძე (80 კგ.). სამივე მათგანი 1/2 ფინალის საგზურისთვის იჩხუბებს.
შეჯიბრება ქალაქ ოსტრავაში მიმდინარეობს და 9 ოქტომბრამდე გაგრძელდება.