ლუკა ჩხიკვაძემ, ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ოქროს მედალი მოიგო და კონტინენტის ჩემპიონი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ჩხიკვაძე მხოლოდ 16 წლისაა და მასზე 2-3 წლით უფროსებთან დაპირისპირება უწევდა. 60 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში, მან ირლანდიელ შონ მაკკასკერს აჯობა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ჩხიკვაძის გარდა, ტურნირზე ოქროსთვის კიდევ 4 ქართველი მოკრივე იბრძვის - ზუკა ჭოჭუა (65 კგ.), აკაკი ბასარია (70 კგ.), ელნურ აბდულაევი (75 კგ.) და დავით მხეცაძე (80 კგ.).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 10 მოკრივით იყო წარმოდგენილი და 5 მედალს მოიპოვებს.
ფოტო: საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია