უკვე ცნობილია, რომ ინგლისის ჩემპიონშიფში ჩატარებული 100-ქულიანი სეზონების შემდეგ პრემიერ ლიგაში ლიდსი და ბარნლი დაბრუნდებიან. მე-3 გუნდის ვინაობა კი 24 მაისს, უემბლიზე გაირკვევა.
ასასვლელ პლეიოფში შეფილდ იუნაიტედმა ორი მატჩის ჯამში ბრისტოლ სიტი 6-0 გაანადგურა, სანდერლენდსა და ქოვენთრის შორის კი დაძაბული ბრძოლა შედგა და სანდერლენდმა ჯამში 3-2 იმარჯვა.
ასე რომ პრემიერ ლიგის მე-3 საგზურისთვის შეფილდ იუნაიტედი და სანდერლენდი იბრძოლებენ.
შეფილდი პრემიერ ლიგიდან 2023-24 წლების სეზონში გავარდა, სანდერლენდმა კი ინგლისის უმაღლეს დივიზიონში ბოლოს 2016-17 წლების სეზონში ითამაშა.