• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ფიფამ კორუმპირებული ჩინოვნიკები დასაჯა: 32 წლიანი პატიმრობა
ფეხბურთიფეხბურთი

ფიფამ კორუმპირებული ჩინოვნიკები დასაჯა: 32 წლიანი პატიმრობა

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ფიფამ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალის გამოძიება დაასრულა და ორი ეროვნული ფედერაციის ყოფილ ხელმძღვანელებს უმკაცრესი სანქციები დააკისრა.


გამოძიებით დადასტურდა, რომ ჩინოვნიკებმა პანდემიის დროს კოვიდ-19-თან საბრძოლველად გამოყოფილი ფონდებიდან თანხები პირად ანგარიშებზე გადარიცხეს.

მალდივების ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტს, ბასამ ადილ ჯალილს ფეხბურთთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალა და 1 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (დაახლოებით 1.23 მილიონი დოლარი) გადახდა დაეკისრა. ჯალილმა ფიფას მიერ გამოყოფილი დახმარება პირად ანგარიშზე ჩარიცხა და ფუფუნების კლასის ბინები შეიძინა. იგი ამჟამად ფინანსური კორუფციის ბრალდებით 32-წლიან პატიმრობას იხდის. ამავე საქმეზე მალდივების ასოციაციის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, მოჰამედ აქილს 10-წლიანი დისკვალიფიკაცია და 100 000 შვეიცარიული ფრანკის ჯარიმა დაეკისრა.

ანალოგიური უმკაცრესი სასჯელი გამოუტანეს კარიბის ზღვის აუზის ქვეყნის, მონსერატის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტს, ვინსენტ კასელსაც, რომელსაც სამუდამო ბანი და 1 მილიონი შვეიცარიული ფრანკის ჯარიმა დააკისრეს. ამავე ფედერაციის ყოფილ გენერალურ მდივანს, ტანდიკა ჰიუზს კი 15-წლიანი დისკვალიფიკაცია და 150 000 შვეიცარიული ფრანკი მიესაჯა.

ფიფაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს გადაწყვეტილებები ორგანიზაციის აბსოლუტურ პრინციპულობას ასახავს, რათა საფეხბურთო ფონდები და განსაკუთრებით ჰუმანიტარული კრიზისებისთვის განკუთვნილი რესურსები დაცული იყოს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ფიფა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ინფანტინოს საჩუქრები პუტინისგან - ფიფას საიდუმლო სკანდალი:

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინფანტინოს საჩუქრები პუტინისგან - ფიფას საიდუმლო სკანდალი:
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინფანტინომ საკუთარი იმიჯის დასაცავად მილიონები დახარჯა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინფანტინომ საკუთარი იმიჯის დასაცავად მილიონები დახარჯა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფიფას ახალი ბრძანება - ალვარესის კრიზისის შემდეგ კონტრაქტის გაწყვეტის წესი იცვლება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფიფას ახალი ბრძანება - ალვარესის კრიზისის შემდეგ კონტრაქტის გაწყვეტის წესი იცვლება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფულის მითვისება და ჯანი ინფანტინოს მფარველობა? - სამუელ ეტო’ო სკანდალში ეხვევა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფულის მითვისება და ჯანი ინფანტინოს მფარველობა? - სამუელ ეტო’ო სკანდალში ეხვევა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

30 აგვ, 2026

ინფანტინოს საჩუქრები პუტინისგან - ფიფას საიდუმლო სკანდალი:

News image

30 აგვ, 2026

ინფანტინომ საკუთარი იმიჯის დასაცავად მილიონები დახარჯა

News image

14 სთ წინ

ფიფას ახალი ბრძანება - ალვარესის კრიზისის შემდეგ კონტრაქტის გაწყვეტის წესი იცვლება

News image

1 სთ წინ

ფულის მითვისება და ჯანი ინფანტინოს მფარველობა? - სამუელ ეტო’ო სკანდალში ეხვევა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება