• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ფიფას ახალი ბრძანება - ალვარესის კრიზისის შემდეგ კონტრაქტის გაწყვეტის წესი იცვლება
ფეხბურთიფეხბურთი

ფიფას ახალი ბრძანება - ალვარესის კრიზისის შემდეგ კონტრაქტის გაწყვეტის წესი იცვლება

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მომავალი წლის იანვრიდან ფიფა მე-17 მუხლში ცვლილებებს შეიტანს, რომელიც კონტრაქტის გაწყვეტასა და სახელშეკრულებო ურთიერთობების დასრულებას არეგულირებს.


ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, ჩემპიონატებმა კონტრაქტები ახალ მოდელს უნდა მოარგონ. ამ მოდელის თანახმად, ფეხბურთელსა და კლუბს შორის ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის ღირებულება გარიგების პირობების პროპორციული და გონივრული უნდა იყოს. იდეა მარტივია: არცერთ მხარეს აღარ შეეძლება თანხის ხელოვნურად გაზრდა იმისთვის, რომ მოთამაშის წასვლა დაბლოკოს.

გამოცემა Sport-ის ცნობით, ეს ცვლილება მოჰყვა ჩაშლილი ტრანსფერების სერიას, რაც გამოწვეული იყო არარეალურად მაღალი გამოსასყიდი თანხებით ან კლუბების უარით, ეწარმოებინათ მოლაპარაკება ფეხბურთელის გაშვებაზე, რომელსაც წასვლა სურდა. სწორედ ეს მოხდა გასულ ზაფხულს ხულიან ალვარესსა და მადრიდის ატლეტიკოს შორის.

ახალი წესის მთავარი მიზანი კლუბებსა და მოთამაშეებს შორის კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებული დავების შემცირებაა, ზუსტად ისეთი კონფლიქტების, როგორიც ლასანა დიარას საქმეში ვიხილეთ. ფიფას ამ გადაწყვეტილებას ფეხბურთელთა წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი.

აქამდე ოფიციალური პირები ფინანსური კომპენსაციის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავდნენ. არ არსებობდა ზუსტი მეთოდი და ნათელი კრიტერიუმები, რის გამოც გადაწყვეტილებები ხშირად რადიკალურად განსხვავებული და გაუთვლელი იყო. სწორედ ამიტომ, ფიფამ მუხლის გადაწერა გადაწყვიტა, რათა ის უფრო გამჭვირვალე, ობიექტური და პროგნოზირებადი გახდეს. ორივე მხარეს უკვე შეეძლება კონტრაქტში კომპენსაციის ღირებულებაზე შეთანხმება, რაც ზარალის სრულად დაფარვის გარანტიას იძლევა.


ახალი რეგულაცია ორ სცენარს ითვალისწინებს:


კონტრაქტები გამოსასყიდი პუნქტით: კომპენსაცია არის წინასწარ შეთანხმებული თანხა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს თანხა აშკარად გაბერილი და უსამართლოა.

კონტრაქტები გამოსასყიდი პუნქტის გარეშე: ასეთ დროს თანხა რამდენიმე კრიტერიუმს ეყრდნობა: კონტრაქტის დარჩენილი ღირებულება, გადასახდელი ხელფასი, ფეხბურთელის მომსახურების ღირებულება, შესაძლო ტრანსფერის ჩაშლით გამოწვეული ზარალი, შემცვლელის მოძებნის ხარჯები და სხვა დამტკიცებული ზარალი.

ორივე შემთხვევაში ფეხბურთელს და კლუბს უფლება აქვთ მიიღონ კომპენსაცია, რომელიც დარღვეული კონტრაქტის დარჩენილი ღირებულების ტოლია.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ატლეტიკო
ბარსელონა
FIFA
ფიფა
ხულიან ალვარესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: ქამბექი ენფილდზე - ლივერპულმა ატლეტიკო დაამარცხა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ქამბექი ენფილდზე - ლივერპულმა ატლეტიკო დაამარცხა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კოკეს ემოციური განცხადება - მადრიდის ატლეტიკოს კაპიტანი ალვარესს იცავს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კოკეს ემოციური განცხადება - მადრიდის ატლეტიკოს კაპიტანი ალვარესს იცავს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დეკუ: „რატომ არ გამოვიდა ალვარესის ტრანსფერი?"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დეკუ: „რატომ არ გამოვიდა ალვარესის ტრანსფერი?"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის განახლებული რეიტინგი - ვინ ლიდერობს ათეულს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის განახლებული რეიტინგი - ვინ ლიდერობს ათეულს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

09 სექ, 2026

VIDEO: ქამბექი ენფილდზე - ლივერპულმა ატლეტიკო დაამარცხა

News image

10 სექ, 2026

კოკეს ემოციური განცხადება - მადრიდის ატლეტიკოს კაპიტანი ალვარესს იცავს

News image

13 სთ წინ

დეკუ: „რატომ არ გამოვიდა ალვარესის ტრანსფერი?"

News image

1 სთ წინ

ჩემპიონთა ლიგის განახლებული რეიტინგი - ვინ ლიდერობს ათეულს?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება