• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ფულის მითვისება და ჯანი ინფანტინოს მფარველობა? - სამუელ ეტო’ო სკანდალში ეხვევა
ფეხბურთიფეხბურთი

ფულის მითვისება და ჯანი ინფანტინოს მფარველობა? - სამუელ ეტო’ო სკანდალში ეხვევა

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბრიტანული გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სამუელ ეტო’ო სკანდალში გაეხვა.


ვრცელდება ცნობები, რომ კამერუნელმა ლეგენდამ ფედერაციის კუთვნილი დაახლოებით 568 000 ევრო დოჰაში, საკუთარ პირად ანგარიშზე გადარიცხა. აღნიშნული თანხა 2023 წლის ოქტომბერში, მოსკოვში რუსეთისა და კამერუნის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური მატჩიდან მიღებული შემოსავალი იყო.

კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა წევრებმა ფიფას ეთიკის კომიტეტს გამოძიების დაწყების თხოვნით ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მიმართეს, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღიათ. ფედერაციის ყოფილმა წარმომადგენელმა, ჟურნალისტმა გიბაი გატამამ განაცხადა:

ჩემი ინფორმაციით, არ არსებობს არანაირი საბუღალტრო თუ საბანკო დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცებს, რომ სამუელ ეტო’ოს პირად ანგარიშზე გადარიცხული თანხა შემდგომში ფედერაციის ოფიციალურ ანგარიშზე გადაირიცხა. კამერუნულ ფეხბურთში ჩართული ადამიანები ფიფას დუმილს სამუელ ეტო’ოს პოლიტიკურ და ინსტიტუციურ მხარდაჭერად აღიქვამენ


ადგილობრივებში ჩნდება ეჭვი, რომ ეტო’ოს ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მფარველობს, რომელთანაც მას მჭიდრო მეგობრობა აკავშირებს. ფიფამ ნებისმიერი სახის ზეწოლა უარყო და განაცხადა, რომ ორგანიზაციის პრეზიდენტი დამოუკიდებელ ორგანოთა გადაწყვეტილებებზე გავლენას არ ახდენს.

სამუელ ეტო’ო ბრალდებებს უარყოფს, თუმცა ინფანტინოსთან ახლო ურთიერთობას არ მალავს:


ჩემს გულში პრეზიდენტი ჯანი ფეხბურთის სამყაროს ფიგურაზე ბევრად მეტი გახდა, ძმა, უფროსი ძმა, მეგობარი, რომლის აღზევებასაც თვალს ვადევნებდით, ვისაც მხარს ვუჭერდით და ვისთან ერთადაც ავაშენეთ ის, რაც ფეხბურთს ემსახურება


45 წლის ეტო’ო, რომელიც ოთხჯერ დასახელდა აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად, კარიერის განმავლობაში ისეთი გრანდების ღირსებას იცავდა, როგორებიცაა მადრიდის რეალი, ჩელსი, ბარსელონა და მილანის ინტერი.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ეტოო
ჯანი ინფანტინო
ფიფა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ინფანტინოს საჩუქრები პუტინისგან - ფიფას საიდუმლო სკანდალი:

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინფანტინოს საჩუქრები პუტინისგან - ფიფას საიდუმლო სკანდალი:
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინფანტინომ საკუთარი იმიჯის დასაცავად მილიონები დახარჯა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინფანტინომ საკუთარი იმიჯის დასაცავად მილიონები დახარჯა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფიფას ახალი ბრძანება - ალვარესის კრიზისის შემდეგ კონტრაქტის გაწყვეტის წესი იცვლება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფიფას ახალი ბრძანება - ალვარესის კრიზისის შემდეგ კონტრაქტის გაწყვეტის წესი იცვლება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფიფამ კორუმპირებული ჩინოვნიკები დასაჯა: 32 წლიანი პატიმრობა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფიფამ კორუმპირებული ჩინოვნიკები დასაჯა: 32 წლიანი პატიმრობა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

30 აგვ, 2026

ინფანტინოს საჩუქრები პუტინისგან - ფიფას საიდუმლო სკანდალი:

News image

30 აგვ, 2026

ინფანტინომ საკუთარი იმიჯის დასაცავად მილიონები დახარჯა

News image

14 სთ წინ

ფიფას ახალი ბრძანება - ალვარესის კრიზისის შემდეგ კონტრაქტის გაწყვეტის წესი იცვლება

News image

1 სთ წინ

ფიფამ კორუმპირებული ჩინოვნიკები დასაჯა: 32 წლიანი პატიმრობა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება