პირს მორგანს არსენალში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი სურს.
ტელეწამყვანი და არსენალის გულშემატკივარი პირს მორგანი მიიჩნევს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა ლონდონელებს მსოფლიო ფეხბურთში დომინირების საშუალებას მისცემს.
„დაასახელე ერთი ფეხბურთელი, რომლის შეძენასაც ისურვებდი არსენალში ამ ზაფხულს, რათა მომდევნო წლების განმავლობაში მსოფლიო ფეხბურთში დომინირება შევძლოთ?“ - ჰკითხეს პირს მორგანს სოციალურ ქსელში.
„ხვიჩა კვარაცხელია“, - უპასუხა ჟურნალისტმა.
