პრემიერ ლიგის მოგების აღსანიშნავ წვეულებაზე მიკელ არტეტამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგების პირობა დადო.
„შაბათს ევროპის ჩემპიონები გავხდებით", - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა, რომლის სიტყვებსაც დარბაზში ოვაციები მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ შაბათს, 30 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში არსენალი ტურნირის მოქმედ გამარჯვებულს, პსჟ-ს დაუპირისპირდება.