ლიონელ მესი MLS-ის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ 4 მატჩში შეძლო დუბლის გაფორმება.
დღეს გამთენიისას ინტერ მაიამიმ ნიუ ინგლენდ რევოლუშენი 2:1 დაამარცხა, ორივე გოლი ლეომ გაიტანა.
VIDEO: მესის მორიგი დუბლი MLS-ში - ლეომ თავის გუნდს მოაგებინა
წინა 3 შეხვედრაში მესიმ მონრეალთან ორ მატჩში (4:1, 4:2) და კოლამბუს კრიუსთან (5:1) შეძლო ორ-ორი გოლის გატანა.
ჩემპიონატის 15 მატჩში ლეომ 14 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.