• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ფიურისა და ჯოშუას ბრძოლა 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება
სხვა სპორტისხვა სპორტი

ფიურისა და ჯოშუას ბრძოლა 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება

27 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ტაისონ ფიურისა და ენტონი ჯოშუას ბრძოლა ნამდვილად შედგება, თუმცა მანამდე ჯოშუამ ფორმა უნდა აღიდგინოს.


Ring Magazine-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნანატრი ფიური vs. ჯოშუას დაპირისპირება 2026 წლის მე-4 კვარტალშია დაგეგმილია. თუმცა ეს ჯოშუას შემდეგი ბრძოლა არ იქნება - გამოცემამ ასევე დაადასტურა, რომ ჯოშუა ჯერ 25 ივლისს რიადში (საუდის არაბეთი) კრისტიან პრენგას დაუპირისპირდება.


ჯოშუას (29-4) რინგზე დაბრუნება ალბანელ პრენგასთან (17-1) შედგება, რომელმაც ბოლოს 2025 წლის იანვარში ხუან ტორესი მე-2 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.


მიუხედავად იმისა, რომ ჯოშუამ გასული წლის დეკემბერში იბრძოლა, ეს უფრო საჩვენებელი შეხვედრა იყო ინფლუენსერ მოკრივე ჯეიკ პოლთან. ჯოშუა აშკარა ფავორიტი იყო და საკმაოდ მარტივად ებრძოდა პოლს, სანამ მე-6 რაუნდში ძლიერი დარტყმებით არ დაასრულებდა ბრძოლას.


მისი ბოლო საჩემპიონო ბრძოლა 2024 წლის სექტემბერში შედგა, როდესაც მან IBF-ის მძიმე წონის ჩემპიონ დენიელ დუბუასთან მარცხი განიცადა. დუბუასთან ბრძოლის წინ ჯოშუამ ნოკაუტით დაამარცხა UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ფრენსის ნგანუ, თუმცა მას შემდეგ გამოცდილ მოკრივეს აღარ მოუგია.


ჯოშუა პირველად იბრძვის მას შემდეგ, რაც გასული წლის დეკემბერში ნიგერიაში ავტოავარიაში მოყვა, რასაც ტრაგიკულად ემსხვერპლნენ მისი ახლო მეგობრები და მწვრთნელები - სინაჰ ღამი და ლატიფ აიოდელე.


პრენგას 2017 წლიდან მოყოლებული ზედიზედ 13 გამარჯვება აქვს და ყველა მათგანი ნოკაუტით ან ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვა.


ფიური (35-2-1) ფართოდ ითვლება კრივის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მძიმე წონოსნად. კარიერის დასაწყისში მან 34-0-1 რეკორდი დააგროვა და არაერთი ჩემპიონობა მოიპოვა, თუმცა 2024 წელს კარიერაში პირველი მარცხი განიცადა, როდესაც ოლექსანდრ უსიკთან გაყოფილი გადაწყვეტილებით წააგო.


იმავე წელს მათ განმეორებითი ბრძოლაც გამართეს, სადაც უსიკმა კვლავ გაიმარჯვა, რის შემდეგაც ფიურიმ კარიერის დასრულება გამოაცხადა.


თუმცა, როგორც წარსულშიც არაერთხელ მოხდა, ფიურიმ დაბრუნება გადაწყვიტა და 11 აპრილს არსლანბეკ მახმუდოვთან დამაჯერებელი გამარჯვებით წარმატებული ქამბექი შედგა.


ახლა ის ჯოშუას მომავალი ბრძოლის შედეგს ელოდება, ხოლო გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან, რომ კრივის ორი დიდი ბრიტანელი ვარსკვლავი საბოლოოდ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ენტონი ჯოშუა
კრივი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კრივი - 17-წლამდელებმა საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვეს

•ქართული

ქართული

კრივი - 17-წლამდელებმა საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვეს
•ქართული

ქართული

ტაისონ ფიური და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ერთად

•UFC

UFC

ტაისონ ფიური და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ერთად
•UFC

UFC

კრივის სკანდალი: უსიკმა ვერჰუვენი რეფერის საეჭვო გადაწყვეტილებით დაამარცხა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

კრივის სკანდალი: უსიკმა ვერჰუვენი რეფერის საეჭვო გადაწყვეტილებით დაამარცხა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

უსიკის გადაწყვეტილება - დაიცავს თუ დატოვებს ტიტულებს?

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

უსიკის გადაწყვეტილება - დაიცავს თუ დატოვებს ტიტულებს?
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

News image

08 მაი, 2026

კრივი - 17-წლამდელებმა საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვეს

News image

22 მაი, 2026

ტაისონ ფიური და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ერთად

News image

24 მაი, 2026

კრივის სკანდალი: უსიკმა ვერჰუვენი რეფერის საეჭვო გადაწყვეტილებით დაამარცხა

News image

17 სთ წინ

უსიკის გადაწყვეტილება - დაიცავს თუ დატოვებს ტიტულებს?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება