მსოფლიო ჩემპიონატის 22-ე სათამაშო დღე გულშემატკივრებს 3 გამორჩეული დაპირისპირებით ხვდება.
ყურადღების ცენტრში იქნებიან სხვადასხვა თაობის სუპერვარსკვლავები - კრიშტიანუ რონალდუ, ლუკა მოდრიჩი და ლამინ იამალი.
ვეტერანი დუეტი, რონალდუ და მოდრიჩი, ტორონტოში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
რონალდუ რეკორდულ, მე-6 მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს, ხოლო მოდრიჩი ხორვატიის ნაკრების მაისურით 201-ე მატჩს ჩაატარებს.
პორტუგალია K ჯგუფში, ხოლო ხორვატია L ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. ამ წყვილში გამარჯვებული ესპანეთსა და ავსტრიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ეს მატჩი ლოს-ანჯელესში გაიმართება, სადაც ლამინ იამალის ლიდერობით ესპანეთი ავსტრიას დაუპირისპირდება.
დღის ბოლო შეხვედრაში შვეიცარია, რომელმაც B ჯგუფში კანადას აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა, ვანკუვერში ალჟირს შეხვდება.
ამ წყვილის გამარჯვებული მერვედფინალში კოლუმბიასა და განას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
სავარაუდო შემადგენლობები
ესპანეთი - ავსტრია (2 ივლისი, 23:00)
ესპანეთი: უნაი სიმონი; მარკოს ლორენტე, კუბარსი, ლაპორტი, კუკურელია; როდრი, პედრი; ლამინ იამალი, დანი ოლმო, ბაენა; ოიარსაბალი.
ავსტრია: ა. შლაგერი; პოში, ლინჰარტი, ალაბა, ლაიმერი; ზაივალდი, ხ. შლაგერი; შმიდი, გრეგორიჩი, საბიცერი; კალაიჯიჩი.
პორტუგალია - ხორვატია (3 ივლისი, 03:00)
პორტუგალია: დიოგუ კოშტა; ჟოაუ კანსელუ, რუბენ დიაში, რენატუ ვეიგა, ნუნუ მენდეში; ჟოაო ნევეში, ვიტინია; პედრუ ნეტუ, ბრუნო ფერნანდეში, ჟოაო ფელიქსი; კრიშტიანუ რონალდუ.
ხორვატია: ლივაკოვიჩი; სტანიშიჩი, შუტალო, პონგრაჩიჩი, პერიშიჩი; კოვაჩიჩი, მოდრიჩი; სუჩიჩი, ვლაშიჩი, ბატურინა; ბუდიმირი.
შვეიცარია - ალჟირი (3 ივლისი, 07:00)
შვეიცარია: კობელი; ჟაკე, ელვედი, აკანჯი, როდრიგესი; ფროილერი, ჯაკა; სოუ, მანზამბი, ვარგასი; ემბოლო.
ალჟირი: ბენბოტი; ბელგალი, მანდი, ბენსებაინი, ჰაჯამი; შაიბი, ბენტალები; მაჰრეზი, მაზა, აუარი; გუირი.