ბარსელონა ინიგო მარტინესის შემცვლელის დამატებას არ აპირებს.
34 წლის ცენტრალურმა მცველმა ბარსა დატოვა და ალ ნასრში გადაბარგდა, სადაც მისი დებიუტი ამხანაგურ მატჩში გუშინ უკვე შედგა - ერ-რიადის კლუბი სტუმრად ალმერიასთან 2:3 დამარცხდა.
მიუხედავად საკვანძო მცველის წასვლისა, ბარსელონა ახალი ცენტრალური მცველის ძიებაში არ იმყოფება, რაც ჰანსი ფლიკმაც დაადასტურა.
„დეკოს დაველაპარაკები, მაგრამ არამგონია, ინიგო მარტინესის შემცვლელად ახალი ცენტრალური მცველი მოვიყვანოთ." - აღნიშნა ბარსას მთავარმა მწვრთნელმა.
არსებული ინფორმაციით, ახალ სეზონში გაცილებით მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება რონალდ არაუხოს.