მარსელმა მკერდის კიბოს შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების თვისადმი მიძღვნილი განსაკუთრებული და ვიზუალურად შთამბეჭდავი "ვარდისფერი ოქტომბრის“ ფორმა წარადგინა.
პუმასა და მარსელის თანამშრომლობით შექმნილი ეს ლიმიტირებული დიზაინი სრულად ქალთა გუნდს ეძღვნება.
ისტორიაში პირველად, გუნდის, ლეს მარსეიიზის ინდივიდუალური ემბლემა ოფიციალურ მაისურზე გამოჩნდება. პასტელური ვარდისფერი ბაზა ელეგანტური თეთრი ვერტიკალური ზოლებითა და ოქროსფერი დეტალებითაა გაფორმებული.

მაისური მოდური და თან საქველმოქმედო და სოციალური პროექტია.

კამპანიის მთავარი გზავნილია „არასდროს იქნები მარტო“ (Tu ne seras jamais seule), რითაც კლუბი ერთიანობის, იმედისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

გუნდი ამ განსაკუთრებულ ფორმას 18 ოქტომბერს, ფლერის 91-ის წინააღმდეგ მატჩში პირველად მოირგებს.