საქართველოს 20-წლამდე ფრენბურთელ გოგონათა ნაკრებმა რუსთავის სპორტის სასახლეში გამართულ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე სომხეთის ნაკრები ანგარიშით 3:1 (25:16, 25:12, 20:25, 25:21) დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან სომხეთთან მატჩში ქულები შემდეგნაირად განაწილდა:
ანასტასია დვალიშვილი (11 ქულა)
ელენე მექვაბიშვილი (9)
ლიზი აფხაზავა (9)
კესო ნარიმანიძე (7)
ბარბარე მინაშვილი (6)
ნუცა ლომიძე (6)
ანა ჯანხოთელი (4)
ელენე ჭიპაშვილი (2)
ქეთევან მჭედლშვილი (1)
ჯგუფის პარალელურ მატჩში უკრაინამ ესტონეთს 3:0 სძლია. საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე სწორედ უკრაინის ნაკრებია, რომელთან მატჩიც რუსთავის სპორტის სასახლეში დღეს, 23 ოქტომბერს, 20:30 საათზეა ჩანიშნული.