ნიუ-იორკ ნიქსისა და არსენალის ჩემპიონობის აღსანიშნავად ექსკლუზიური მაისური შეიქმნა.
2025/26 წლების სეზონი სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა ორივე კლუბის გულშემატკივრებისთვის. ნიუ-იორკ ნიქსმა 53-წლიანი პაუზის შემდეგ NBA-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო ლონდონის არსენალმა 22 წლის შემდეგ პირველად შეძლო ინგლისის პრემიერ ლიგის ოქროს მედლების დასაკუთრება.
ამ ისტორიულ დამთხვევასა და ტრიუმფს დიზაინერი კარლ მალია და ცნობილი საფეხბურთო დიზაინერი დრეიკ ამბერგი სპეციალური პროექტით გამოეხმაურნენ.

მათ შექმნეს ორივე გუნდის კომბინირებული მაისური, რომელიც არსენალის 1994 წლის სეზონის ლეგენდარულ ელვისებურ დიზაინზეა დაფუძნებული.
ექსკლუზიური მაისურები სპეციალურად მომზადდა ოთხი ცნობილი ფიგურისთვის, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ორივე გუნდთან: კინორეჟისორ სპაიკ ლისთვის, ნიუ-იორკის მერისთვის, ნიქსის კალათბურთელ ოჯი ანუნობისა და ჯერემი სოხანისთვის.

მაისურების ფოტოსესია ფოტოგრაფმა ჯონსონ ლუიმ უზრუნველყო, ხოლო პროექტის ავტორები ამჟამად ცდილობენ, ეს ექსკლუზიური ფორმები ადრესატებს პირადად გადასცენ.