ფრენკ ლამპარდი კოვენტრის პრემიერ ლიგაში აღზევებას 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის მოგებას ადარებს.
მისი თქმით, ეს მიღწევა ჩელსის კაპიტნის რანგში მოპოვებულ ევროპულ ტიტულთან „ძალიან, ძალიან ახლოს“ დგას.
ინგლისელმა სპეციალისტმა ცაისფერების პრემიერ ლიგაში დაბრუნება პარასკევს, 17 აპრილს, ბლექბერნ როვერსთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ გაინაღდა. ამით კოვენტრი სიტიმ უმაღლესი დივიზიონიდან 25-წლიანი არ ყოფნა დაასრულა.
ევუდ პარკზე გამართულ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ლამპარდმა აღიარა, რომ „სურდა ამის გაკეთება სტუმრად“, რათა პატივი ეცათ კოვენტრის ერთგული გულშემატკივრებისთვის, რომლებიც „თავიანთი ცხოვრების საუკეთესო ღამეს ატარებენ“.
ჩელსის ლეგენდა კლუბს 2024 წლის ნოემბერში შეუერთდა. გასული სეზონის ბოლოს მან გუნდი ჩემპიონშიპის ფლეი-ოფის ნახევარფინალამდე მიიყვანა, წელს კი მიზანს საბოლოოდ მიაღწია.