13 აგვისტოს, იტალიის ქალაქ უდინეში, სტადიო ფრიულიზე 2025 წლის უეფას სუპერ თასი გაიმართება, სადაც პარი სენ-ჟერმენი ტოტენჰემს დაუპირისპირდება.
ჩემპიონთა ლიგის 1/8, 1/4 და 1/2 ფინალებში ინგლისურ გზის გავლის შემდეგ პარიზელების მეტოქე კიდევ ერთი ინგლისური გუნდი იქნება.
სპურსის გულშემატკივრებს კარგად ემახსოვრებათ პარიზელების ნახევარფინალური გამარჯვება მათ ჩრდილო ლონდონელ მეტოქე არსენალთან, მაგრამ მანჩესტერ სიტისთან, ლივერპულთან და ასტონ ვილასთან მოგებებები ტოტენჰემისთვისაც საგანგაშო უნდა იყოს.
წყნარი სატრანსფერო ფანჯრის მიუხედავად, საფრანგეთის ჩემპიონს შეტევაში, რა თქმა უნდა, დიდი ძალა ჰყავს ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშის, უსმან დემბელესა და საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის, დეზირე დუეს სახით. რა თქმა უნდა, მათთან ერთად უნდა ვახსენოთ ხვიჩა კვარაცხელიაც.
ცვლილებების ზაფხული იყო ტოტენჰემში. ევროპა ლიგის მომგები მწვრთნელი ენჯ პოსტეკოგლუ ტომას ფრანკმა ჩაანაცვლა. კლუბის ლეგენდა ჰინ-მინ სონმა კი გუნდი დატოვა, სპურსმა დაიმატა განელი მოჰამედ კუდუსი და ბაიერნიდან იჯარის წესით ჟოაო პალინია.
სუპერ თასზე დებიუტი დანიელი სპეციალისტისთვის დიდებული შესაძლებლობაა გულშემატკივრებში კარგი პირველი შთაბეჭდილება დატოვოს.
სავარაუდო შემადგენლობები (uefa.com)
პსჟ - შევალიე; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ნუნუ მენდეში; ზაირ-ემერი, ვიტინია, ფაბიან რუისი; დუე, დემბელე, კვარაცხელია
ტოტენჰემი - ვიკარიო; პორო, რომერო, ვან დე ვენი, სპენსი; ბენტანკური, პალინია; კუდუსი, სარი, ოდობერტი; სოლანკე
მატჩი 13 აგვისტოს, 23:00 საათზე დაიწყება.