• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ქალი, რომელმაც ბელგიის ნაკრები ორად გაყო - რა მოხდა სინამდვილეში?
ჯანსაღი ცხოვრებაჯანსაღი ცხოვრება

ქალი, რომელმაც ბელგიის ნაკრები ორად გაყო - რა მოხდა სინამდვილეში?

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კევინ დე ბრუინისა და კეროლაინ ლაინენის ურთიერთობა 2010 წელს დაიწყო და სამი წელი გაგრძელდა. პირველი სერიოზული ბზარი კი 2012 წლის ზაფხულში გაჩნდა.


კეროლაინი იხსენებს:


2012 წლის ზაფხულში, კევინმა მითხრა, რომ რომანი ჰქონდა ჩემს ძველ საუკეთესო მეგობართან. მე მას არჩევანის საშუალება მივეცი: მე ან ის. მზად ვიყავი, მისთვის კიდევ ერთი შანსი მიმეცა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ძველებურს ვეღარასდროს დაუბრუნდა.



მომდევნო წელს კეროლაინი მადრიდში გაემგზავრა, სადაც ტიბო კურტუა ჩელსიდან იჯარით მადრიდის ატლეტიკოში თამაშობდა. სწორედ ამ ვიზიტისას დაიწყო მათი ფარული რომანი.


კეროლაინმა სკანდალური განცხადება გააკეთა:


იმ საღამოს ტიბომ მომცა ის, რაც კევინთან სამწლიანი ურთიერთობის განმავლობაში ძალიან მაკლდა. ტიბოსთან შემეძლო ყველაფერზე მესაუბრა და მან გემრიელი ვახშამიც კი მომიმზადა. კევინს ეს ჩემთვის არასდროს გაუკეთებია. კევინმა მომატყუა და ვიფიქრე, რატომ არ უნდა გამეკეთებინა მეც იგივე?


სკანდალი საჯარო 2014 წელს გახდა, როდესაც დე ბრუინმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში Keep It Simple კურტუასა და კეროლაინის რომანის შესახებ დაწერა. მანამდე კეროლაინი დუმდა, რისი მიზეზიც შემდეგნაირად ახსნა:


კევინმა მიღალატა. თვეების განმავლობაში ხმა არ ამომიღია, რადგან არ შემეძლო. კევინის მშობლებმა მითხრეს, რომ თუ ჩემს ისტორიას მოვყვებოდი, სამართლებრივ ზომებს მიმართავდნენ.



ამ ფაქტმა ბელგიის ეროვნულ ნაკრებში დიდი დაძაბულობა გამოიწვია. ნაკრების იმდროინდელმა მწვრთნელმა, მარკ ვილმოტსმა, კევინს პირდაპირ ჰკითხა, სურდა თუ არა კონფლიქტის გამო ტიბოს გუნდიდან გარიცხვა. დე ბრუინმა გუნდის ინტერესები წინ დააყენა და უპასუხა, რომ კურტუა კარგი მეკარე იყო და გუნდისთვის უნდა დარჩენილიყო.



მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ორივე მოთამაშემ უდიდეს წარმატებებს მიაღწია. დე ბრუინი 2015 წელს მანჩესტერ სიტის შეუერთდა, ხოლო კურტუა 2018 წელს 35 მილიონად მადრიდის რეალში გადაბარგდა. მიუხედავად პირადი უთანხმოებისა, ისინი წლების განმავლობაში პროფესიონალურად იცავდნენ ბელგიის ნაკრების ღირსებას და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილიც დაიკავეს, თუმცა ახლო მეგობრები არასდროს ყოფილან.

2025 წლის თებერვალში რიო ფერდინანდის პოდკასტში სტუმრობისას, კურტუამ კევინი საჯაროდ შეაქო:


ვფიქრობ, კევინი ძალიან ნიჭიერი, მაგრამ ამავდროულად შრომისმოყვარე ბიჭია. ის არის ადამიანი, რომელსაც ასევე სურს გამარჯვება და მოედანზე წაგებას ცუდად იტანს... როცა კევინი კარგად თამაშობს, მთელი გუნდი უკეთესია და რადგან გუნდი უკეთესად თამაშობს, მოულოდნელად იგებ თამაშებს.



მიუხედავად ამ თბილი სიტყვებისა, 2026 წლის ივლისში, მსოფლიო ჩემპიონატზე ნათელი გახდა, რომ ძველი დაძაბულობა ბოლომდე არ გამქრალა. 2 ივლისს სენეგალის წინააღმდეგ გამართულ მერვედფინალურ მატჩში ბელგია 85-ე წუთამდე 2-0 აგებდა. რომელუ ლუკაკუსა და იური ტილემანსის გოლებით თამაში დამატებით დროში გადავიდა, სადაც 125-ე წუთზე ტილემანსმა პენალტით გამარჯვების გოლი გაიტანა.


საფინალო სასტვენის შემდეგ, როდესაც მთელი გუნდი ამ ისტორიულ ქამბექს ზეიმობდა და ერთმანეთს ეხვეოდა, კურტუამ და დე ბრუინმა ერთმანეთს გვერდი ისე აუარეს, რომ ზედ არ შეუხედავთ, რაც ადასტურებს, რომ წარსულის აჩრდილები მათ ურთიერთობაში კვლავ არსებობს.



მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ყველაფერი ასე ცალსახად არ არის. სენეგალის მატჩის შემდეგ აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ თამაშამდე, მოედანზე გასვლისას, დე ბრუინმა კურტუა გაამხნევა.


Seburuk itu Donald Trump dan Gianni Infantino, sehingga membuat Thibaut Courtois dan Kevin De Bruyne kembali berinteraksi.pic.twitter.com/byujJC1OVb

— Bahas Liganya Wibowo, Messi, Son, & Amerika Utara (@ConcacafID) July 8, 2026


ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ატლეტიკო
ბელგია
ბელგიის ნაკრები
ჩელსი
მან სიტი
ტიბო კურტუა
დე ბრუინი
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

1.24 მილიარდი ფუნტი და 76 ტრანსფერი: სიტის სკანდალური ეპოქის სრული ქრონიკა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

1.24 მილიარდი ფუნტი და 76 ტრანსფერი: სიტის სკანდალური ეპოქის სრული ქრონიკა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინისიუსმა რეალში დარჩენით შეცდომა დაუშვა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინისიუსმა რეალში დარჩენით შეცდომა დაუშვა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

115 დარღვევა და ბრალდებული გრანდი: რატომ სჯერა ბარსელონას ვარსკვლავს სიტის უდანაშაულობის?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

115 დარღვევა და ბრალდებული გრანდი: რატომ სჯერა ბარსელონას ვარსკვლავს სიტის უდანაშაულობის?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფრანგების ისტორიული უპირატესობა თუ ბელგიური რევანში? ანალიტიკოსების პროგნოზი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფრანგების ისტორიული უპირატესობა თუ ბელგიური რევანში? ანალიტიკოსების პროგნოზი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

8 სთ წინ

1.24 მილიარდი ფუნტი და 76 ტრანსფერი: სიტის სკანდალური ეპოქის სრული ქრონიკა

News image

7 სთ წინ

ვინისიუსმა რეალში დარჩენით შეცდომა დაუშვა?

News image

7 სთ წინ

115 დარღვევა და ბრალდებული გრანდი: რატომ სჯერა ბარსელონას ვარსკვლავს სიტის უდანაშაულობის?

News image

2 სთ წინ

ფრანგების ისტორიული უპირატესობა თუ ბელგიური რევანში? ანალიტიკოსების პროგნოზი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება