მანჩესტერ სიტის გარშემო ფინანსური სკანდალი არ ცხრება.
2009/10-დან 2017/18 წლებამდე, იმ პერიოდში, რომელსაც 115 ფინანსური დარღვევის ბრალდება უკავშირდება, ინგლისურმა კლუბმა 76 ფეხბურთელის ტრანსფერში კოლოსალური თანხა, 1.243 მილიარდი ფუნტი სტერლინგი დახარჯა.
The Athletic-ისა და The Sun-ის ინფორმაციით, სწორედ ამ 9-სეზონიანმა ინვესტიციამ ჩამოაყალიბა გუნდი, რომელმაც ინგლისურ ფეხბურთში დომინირება დაიწყო.
როგორ იზრდებოდა ხარჯები სეზონების მიხედვით:
• 2009/10: £126.78 მლნ (კარლოს ტევესი)
• 2010/11: £158.03 მლნ (იაია ტურე, დავიდ სილვა)
• 2011/12: £78.37 მლნ (სერხიო აგუერო)
• 2012/13: £53.32 მლნ (ხავი გარსია)
• 2013/14: £99.41 მლნ (ფერნანდინიო)
• 2014/15: £88.48 მლნ (ელიაკიმ მანგალა)
• 2015/16: £179.43 მლნ (კევინ დე ბრუინე, რაჰიმ სტერლინგი)
• 2016/17: £186.13 მლნ (ილქაი გიუნდოგანი, ჯონ სტოუნსი, ლეროი სანე)
• 2017/18: £273.27 მლნ (კაილ უოკერი, ბერნარდუ სილვა, ედეროსნი, ლაპორტი)
ყველაფერი კარლოს ტევესის 25.5-მილიონიანი სკანდალური ტრანსფერით დაიწყო. ამას მოჰყვა იაია ტურესა და დავიდ სილვას მოსვლა, ხოლო 2011 წელს სერხიო აგუეროს 38-მილიონიანმა გარიგებამ კლუბის ისტორია სამუდამოდ შეცვალა. პეპ გვარდიოლას მოსვლის შემდეგ კი ხარჯები რეკორდულ ნიშნულამდე ავიდნენ, რამაც გუნდს 2017/18 წლების სეზონში 100-ქულიანი ისტორიული სარეკორდო ჩემპიონობა მოუტანა.
ახლა კი მთავარი კითხვაღა რჩება, რა სასჯელს დააკისრებენ მანჩესტერ სიტის ამ ეპოქის ფინანსური დარღვევების გამო?