ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ყარაბაღმა სენსაცია ვეღარ მოახდინა, გალათასარიმ ბოდო/გლიმტს მოუგო
ფეხბურთიფეხბურთი

ყარაბაღმა სენსაცია ვეღარ მოახდინა, გალათასარიმ ბოდო/გლიმტს მოუგო

15 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის მეორე სათამაშო დღეს ადრეული მატჩები გაიმართა.


ბილბაოს ატლეტიკმა სან მამესზე ყარაბაღი მიიღო, რომელმაც ლიგის პირველი ორი თამაში მოიგო.


შეხვედრაში ანგარიში პირველივე წუთზე გაიხსნა. სტუმრები ლეანდრო ანდრადემ დააწინაურა, თუმცა ამის მიუხედავად აზერბაიჯანულმა გუნდმა მორიგი სენსაცია ვეღარ მოახდინა. მე-40 წუთზე ანგარიში გორკა გურუსეტამ გაათანაბრა და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.


მეორე ტაიმის მეორე ნახევარში ბასკებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს. 70-ე წუთზე მასპინძლები წინ რობერტ ნავარომ გაიყვანა, 88-ე წუთზე კი გურუსეტამ დუბლი შეასრულა და მატჩს წერტილი დაუსვა (3-1).


ატლეტიკმა პირველ ორ ტურში მარცხის შემდეგ ლიგაზე პირველი 3 ქულა მოიპოვა, ყარაბაღს კი კვლავ 6 ქულა რჩება ანგარიშზე.


პარალელურ მატჩში გალათასარაიმ საკუთარ მოედანზე ბოდო/გლიმტს უმასპინძლა. ეს შეხვედრაც იმავე ანგარიშით დასრულდა (3-1).


აქაც ანგარიში სწრაფად გაიხსნა. მე-3 წუთზე მასპინძლები ვიქტორ ოსიმენმა დააწინაურა, რომელმაც 33-ე წუთზე დუბლი შეასრულა და სხვაობა ორამდე გაზარდა.


მე-60 წუთზე თავი იუნუს აქგიუნმაც გამოიჩინა და მატჩის ბედი გადაწყვიტა, 75-ე წუთზე ანდრეას ჰელმერსენმა პრესტიჟის გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში (3-1) დააფიქსირა.


თურქულმა გუნდმა პირველ ტურში მარცხის შემდეგ ორივე მატჩი მოიგო და 6 ქულა აქვს, ნორვეგიელებს კი 2 ქულა აქვთ.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჩემპიონთა ლიგა

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

VIDEO: ბაიერნისა და გერმანიის ისტორიაში შევიდა - კარლის რეკორდები ლიგაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ბაიერნისა და გერმანიის ისტორიაში შევიდა - კარლის რეკორდები ლიგაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბომბარდირთა დავა ჩემპიონთა ლიგის 3 ტურის შემდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბომბარდირთა დავა ჩემპიონთა ლიგის 3 ტურის შემდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იუვენტუსს ბოლო 16 წლის მანძილზე ყველაზე ხანგრძლივი მოუგებელი სერია აქვს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იუვენტუსს ბოლო 16 წლის მანძილზე ყველაზე ხანგრძლივი მოუგებელი სერია აქვს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

5 გუნდი იდეალური შედეგით - რა სიტუაციაა ჩემპიონთა ლიგის ცხრილში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

5 გუნდი იდეალური შედეგით - რა სიტუაციაა ჩემპიონთა ლიგის ცხრილში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

12 სთ წინ

VIDEO: ბაიერნისა და გერმანიის ისტორიაში შევიდა - კარლის რეკორდები ლიგაზე

News image

12 სთ წინ

ბომბარდირთა დავა ჩემპიონთა ლიგის 3 ტურის შემდეგ

News image

1 სთ წინ

იუვენტუსს ბოლო 16 წლის მანძილზე ყველაზე ხანგრძლივი მოუგებელი სერია აქვს

News image

12 სთ წინ

5 გუნდი იდეალური შედეგით - რა სიტუაციაა ჩემპიონთა ლიგის ცხრილში?