საქართველოს სთრონგმენის ნაკრებმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა.
Old School Strongman-ის კატეგორიაში, უფროსებს შორის ჩემპიონობა ავთანდილ ყარმაზანაშვილმა (+120 კგ.) და შოთა გოგობერიშვილმა (120 კგ.) იზეიმეს, ვალიკო ფიფია (120 კგ.) და გაგა ჭინჭარაული (105 კგ.) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ზეინაბ ბოლბოლმა (82 კგ.) კი ბრინჯაოს მედალი მოიგო.
23-წლამდელებს შორის ვერცხლის მედლები გიორგი ბეროშვილმა (+105 კგ.), სოსო ჩახვაძემ (105 კგ.) და საბა კულდანაშვილმა (90 კგ.) მოიპოვეს.
18-წლამდელებს შორის ჩემპიონი საბა სახვაძე (+105 კგ.) გახდა, რომელმაც ამოწევაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ვეტერანებსა და ომის ვეტერანებს შორის ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა ავთანდილ ახვლედიანმა (90 კგ.). ასევე ვერცხლის მედლები მოიპოვეს პარასპორტსმენებმა - დავით ქობალიამ, ვარლამ გურჩიანმა და ირაკლი მაისურაძემ.
საბოლოო შედეგებით, ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე 3 ოქროს, 10 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია.