ეკატერინე გორგოძემ და მისმა ბერძენმა მეწყვილემ, დესპინა პაპამიხაილმა, ტოლენტინოს ჩელენჯერის ტურნირი ტრიუმფით დაასრულეს.
ისინი წყვილთა კატეგორიის ჩემპიონები გახდნენ.
ფინალურ შეხვედრაში ქართულ-ბერძნული დუეტი ჩეხ ჩოგბურთელებს, ანეტა კუჩმოვასა და ანეტა ლაბუტკოვას დაუპირისპირდა. გორგოძემ და პაპამიხაილმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და მატჩი დამაჯერებლად, ორ სეტში, ანგარიშით 6:1, 6:2 მოიგეს.
აღსანიშნავია, რომ WTA-ს მიმდინარე კლასიფიკაციაში ეკატერინე გორგოძე ინდივიდუალურ რეიტინგში 154-ე პოზიციას იკავებს, ხოლო მისი თანაგუნდელი დესპინა პაპამიხაილი მსოფლიო კლასიფიკაციის 187-ე ადგილზე იმყოფება.