UFC 331-ის ბრძოლები ოფიციალურად ცნობილია. ინფორმაცია ორგანიზაციამ თავად გაავრცელა.
ღონისძიება 20 სექტემბერს, კალიფორნიაში, კერძოდ ლოს ანჯელესში გაიმართება და უამრავი საინტერესო ბრძოლა შედგება.
UFC 331-ის მთავარ ბრძოლაში უმსუბუქესი წონის სატიტულო რემატჩს ვიხილავთ, სადაც მოქმედი ჩემპიონი ჯოშუა ვენი ყოფილ ჩემპიონ ალექსანდრე პანტოჟას დაუპირისპირდება.
თანამთავარ ბრძოლაში კი მსუბუქი წონის 5-რაუნდიან დაპირისპირებაში არმან ცარუკიანსა და მაურისიო რუფის ვნახავთ.
ღონისძიებაზე ასევე იბრძოლებს გიგა ჭიკაძეც, რომელიც ბრაზილიელ ჟოანდერსონ ბრიტოსთან შეეცდება გამარჯვების მოპოვებას.
UFC 331-ის ბრძოლების სრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
მთავარი ბრძოლა - ჯოშუა ვენი vs ალექსანდრე პანტოჟა (უმსუბუქესი წონის სატიტულო)
თანამთავარი ბრძოლა - არმან ცარუკიანი vs მაურისიო რუფი (მსუბუქი წონის 5-რაუნდიანი)
პატრისიო პიტბული vs დუჰო ჩოი (ქვემსუბუქი წონა)
რენატო მოიკანო vs ბრაიან ორტეგა (მსუბუქი წონა)
ალონსო მენიფილდი vs ივო ბარანიევსკი (ქვემძიმე წონა)
გეიბლ სტივსონი vs შონ შარაფი (მძიმე წონა)
მარლონ ვერა vs შარლ ჟორდენი (სუპერმსუბუქი წონა)
ტაი ტუივასა vs რობელის დესპენი (მძიმე წონა)
ედმენ შაჰბაზიანი vs ბრუნო ფერეირა (საშუალო წონა)
გიგა ჭიკაძე vs ჟოანდერსონ ბრიტო (ქვემსუბუქი წონა)
ქეისი ო'ნილი vs ედუარდა მოურა (უმსუბუქესი წონა)
რაიან განდრა vs ოზი დიასი (საშუალო წონა)
მაიკლ ესველ ჯუნიორი vs ჟუსან იო (ქვემსუბუქი წონა)