გიგა ჭიკაძე თავის მომდევნო ბრძოლას UFC 331-ზე გამართავს.
აღნიშნული ღონისძიება კალიფორნიაში, კერძოდ ლოს ანჯელესში 20 სექტემბერს გაიმართება.
ქართველი მებრძოლის მეტოქე ქვემსუბუქი წონის დაპირისპირებაში ბრაზილიელი ჟოანდერსონ ბრიტო იქნება.
37 წლის ქართველმა ბოლო ბრძოლა 2025 წლის დეკემბერში გამართა, სადაც კევინ ვალიეხოსთან მე-2 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.
ჭიკაძეს ზედიზედ 3 ბრძოლა აქვს წაგებული (არნოლდ ალენი, დავიდ ონამა და კევინ ვალიეხოსი) და შეეცდება ეს წარუმატებელი სერია ბრაზილიელ მეტოქესთან დაასრულოს.
31 წლის ჟოანდერსონ ბრიტოს MMA კარიერა 19 მოგებას, 5 წაგებასა და 1 ფრეს მოიცავს, კონკრეტულად UFC-ში კი მან 7 ბრძოლა მოიგო და 3 წააგო.
ბრიტომ 2025 წლის დეკემბერში ისააკ ტომსონს 3-რაუნდიან ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია, მიმდინარე წლის ივნისში კი ჯორდან ლივიტს პირველ რაუნდში Front Choke-ით აჯობა.
ქართველის ბრძოლა და სატიტულო რემატჩი - UFC 331 დაკომპლექტდა