ლისაბონის სპორტინგმა 2025-26 წლების სეზონისთვის მზადება დაიწყო.
გუნდმა პრე-სეზონის პირველი სავარჯიშო დღე კრიშტიანუ რონალდუს სახელობის აკადემიაში უკვე ჩაატარა.
სპორტინგს ახალწვეული გიორგი ქოჩორაშვილიც შეუერთდა, რომელმაც ახალ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა. ქართველი ნახევარმცველი პორტუგალიურ კლუბში ესპანური ლევანტედან გადავიდა.
ლისაბონური გუნდი პორტუგალიის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

