ფრანგული გამოცემა Rugbyrama-ს ინფორმაციით, საქართველოს რაგბის კავშირი ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეცვლას სერიოზულად განიხილავს და სიაში რამდენიმე კანდიდატიც ჰყავს.
ქართული რაგბის ბოსები რიჩარდ ქოქრილის ბოლოდროინდელი მუშაობითა და ნაკრების შედეგებით კმაყოფილები არ არიან - ჩვენმა გუნდმა, ნოემბრის ტესტების ფარგლებში, კანადა და აშშ დაამარცხა, თუმცა იაპონიასთან შეხვედრა დათმო.
ინგლისელ სპეციალისტს 2+2 ტიპის კონტრაქტი აქვს, რომლის პირველი 2 წელი მიმდინარე თვის ბოლოს იწურება და მისი გახანგრძლივება მხარეთა გეგმებში არაა.
გამოცემის მიხედვით, ჩვენი რაგბის კავშირი ქოქრილის ჩანაცვლების მთავარ კანდიდატად ფრანგული ბრივის დამრიგებელ პიერ-ანრი ბრონკანს მოიაზრებს - სიის პირველ ადგილზე სწორედ ისაა.
ჩვენი ინფორმაციით, ასევე არის კიდევ ერთი ქართული ვარიანტი, რომელთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. იგი საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი მოთამაშეა.
ბრონკანი, 2023 წლის მსოფლიო თასზე, ავსტრალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ედი ჯონსის ასისტენტი იყო, მიმდინარე სეზონში კი მისი ბრივი საფრანგეთის რანგით მე-2 დივიზიონის მე-8 ადგილზე იმყოფება.