UFC-ს ქართველმა მებრძოლმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
ერთწლიანი პაუზის შემდეგ UFC-ს ეგიდით ოქტაგონზე დაბრუნებულმა გურამ ქუთათელაძემ ორგანიზაციის დებიუტანტი ჯორდან ვუჩენიჩი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.
სხვადასხვა პრობლემების გამო ქუთათელაძე ოქტაგონზე წელიწადზე მეტია არ გამოჩენილა - უკანასკნელი ბრძოლა მან 2023 წლის 2 ივლისს ჩაატარა და ელვის ბრენერისთან ნოკაუტით დამარცხდა.
გურამისთვის ეს უფც-ს ეგიდით ჩატარებული მეოთხე ბრძოლა იყო და მან მეორე გამარჯვება მოიპოვა.