• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ყველა ქართული გოლი ბაიერნის კარში
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ყველა ქართული გოლი ბაიერნის კარში

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

გასული კვირა ქართველი ფეხბურთელებისთვის განსაკუთრებული გამოდგა. გამორჩეული იყო  ხვიჩა კვარაცხელიასა და ბუდუ ზივზივაძის მატჩები ბაიერნის წინააღმდეგ  - კვარამ მანუელ ნოიერს დუბლი შეუსრულა, ბუდუმ კი მისი შემცვლელი, უბრიგი დაამწუხრა ორჯერ. დღევანდელ ბლოგში იმ ქართველებს გავიხსენებთ, რომლებსაც მიუნხენელთა კარი აქამდეც აუღიათ.


დინამო კიევი vs მიუნხენის ბაიერნი


2000 წლის 22 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, დინამო კიევმა მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და 2:0 სძლია. 


ანგარიში 37-ე წუთზე კახა კალაძემ გახსნა და კიეველებს ტაიმი მოაგებინა. მატჩის საბოლოო ანგარიში  72-ე წუთზე გიორგი დემეტრაძემ დააფიქსირა - ქართველმა ვესელსის კარი შესანიშნავი მაკრატელა დარტყმით აიღო.


ჯგუფში 10 ქულის დაგროვების მიუხედავად, დინამომ პლეიოფში გასვლა ვერ მოახერხა - პირველი და მეორე ადგილები ბაიერნმა და რეალმა გაიყვეს.



კობიაშვილის გოლები მიუნხენელთა კარში


კალაძესა და დემეტრაძეს არც კობიაშვილი ჩამორჩა და კიევში გამართული მატჩიდან 20 დღეში ბაიერნს თავადაც გაუტანა. 
ბუნდესლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში ფრაიბურგმა დრაისამშტადიონზე მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მატჩში ანგარიში ლევან კობიაშვილმა გახსნა - ულამაზესი საჯარიმო დარტყმა და უშანსოდ დარჩენილი ოლივერ კანი. 



6 წლის შემდეგ ლევანმა კიდევ ერთხელ მოახერხა ოლივერ კანის კარის აღება. ველტინს არენაზე გამართულ დაპირისპირებაში კობიაშვილმა საოცარი გოლი გაიტანა - შალკემ ორბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ბაიერნთან დაზავდა.



კვარა შოუ პარიზში


2025/26 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალური დაპირისპირება პსჟ-სა და ბაიერნს შორის, ნამდვილად დარჩება ჩვენს მოგონებებში როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო მატჩი. 


პარიზში გამართულ სპექტაკლში კი ერთ-ერთი მთავარი როლი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა - მანუელ ნოიერის კარში გატანილი ორი ბრწყინვალე გოლი და 5:4 პარიზელთა სასარგებლოდ.



ბუდუ ჰაიდენჰაიმის გადასარჩენად


ბუნდესლიგის ცხრილის ბოლო ადგილზე მყოფი ჰაიდენჰაიმის გადასარჩენად ქართველი ყველაფერს აკეთებს - ბოლო 4 თამაშში ბუდუმ 5-ჯერ გაიტანა.


ალიანც არენაზე გამართულ მატჩში, ქართველმა მიუნხენელების კარი ორჯერ აიღო - განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა მეორე გოლი, რომლითაც ზივზივაძემ ანგარიში 2:3 გახადა.


ქართველის საოცარი პერფორმანსის მიუხედავად, ბადენ-ვიურტემბერგელებმა თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა ვერ შეძლეს - მიუნხენელებმა ანგარიშის გათანაბრება არბიტრის მიერ კომპენსირებული დროში მოახერხეს.


ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ბაიერნი
ბუდუ ზივზივაძე
დემეტრაძე
კახა კალაძე
კობიაშვილი
პსჟ
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

"საღამოს ოჯახთან ერთად ვიზეიმებ" - ბუდუ ბაიერნთან დუბლის შემდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"საღამოს ოჯახთან ერთად ვიზეიმებ" - ბუდუ ბაიერნთან დუბლის შემდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოქროს ბურთი მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე? რატომ იმსახურებს კეინი ჯილდოს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოქროს ბურთი მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე? რატომ იმსახურებს კეინი ჯილდოს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბაიერნს მეკარის ფორმა დაავიწყდა: აბსურდული შეცდომა ჩემპიონთა ლიგაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბაიერნს მეკარის ფორმა დაავიწყდა: აბსურდული შეცდომა ჩემპიონთა ლიგაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა ფინალშია: ლიონთან სატიტულო დაპირისპირება შედგება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა ფინალშია: ლიონთან სატიტულო დაპირისპირება შედგება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

02 მაი, 2026

"საღამოს ოჯახთან ერთად ვიზეიმებ" - ბუდუ ბაიერნთან დუბლის შემდეგ

News image

7 სთ წინ

ოქროს ბურთი მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე? რატომ იმსახურებს კეინი ჯილდოს

News image

4 სთ წინ

ბაიერნს მეკარის ფორმა დაავიწყდა: აბსურდული შეცდომა ჩემპიონთა ლიგაზე

News image

4 სთ წინ

ბარსელონა ფინალშია: ლიონთან სატიტულო დაპირისპირება შედგება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება