რომელუ ლუკაკუმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
135 მატჩში გატანილი 94 გოლთ ლუკაკუ ბელგიის ნაკრების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
ამ 16 წლის განმავლობაში ეროვნული ნაკრებისთვის ყველაფერი გავიღე, რაც შემეძლო... გამოვიარე ყველა შესაძლო ემოცია...
ვთამაშობდი შესანიშნავ თანაგუნდელებთან ერთად, რომელთა მადლიერიც ყოველთვის ვიქნები. მინდა, თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო.
ასევე მადლობას ვუხდი ყველა მწვრთნელს, რომლებიც ჩემგან მაქსიმუმს მოითხოვდნენ, მენდობოდნენ და მაძლევდნენ შესაძლებლობას, გუნდს დავხმარებოდი.
ეს შესანიშნავი მოგზაურობა იყო და მისი თითოეული წამით ვისიამოვნე. ბელგიელ გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენს გუნდს უცხადებდნენ.
ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა 4 მსოფლიო ჩემპიონატსა და 3 ევროპის ჩემპიონატზე წარმოვადგინე. ამ მომენტებს არასდროს დავივიწყებ. მშვიდად ვარ და დარწმუნებული ვარ ჩემს გადაწყვეტილებაში, რომ აქ დავასრულო სანაკრებო კარიერა.
ეს საოცარი იყო. ეს უდიდესი სიამოვნება იყო. მადლიერი ვარ. მადლობა!“ - წერს ბელგიელი სოციალურ ქსელში.