საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში, მეცმა ლილს უმასპინძლა და 0:0-ით დაშორდა. მასპინძელთა რიგებში სამივე ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა.
ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი წიტაიშვილი იყო, რომელიც 90-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ შეცვალა - ქვილითას მეცელთა შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. ცვლილებიდან ჩაერთო თამაშში გიორგი აბუაშვილიც და ბოლო 23 წუთი გაატარა მოედანზე.
ჩემპიონატის მე-5 ადგილოსანთან აღებული ქულის შედეგად, მეცმა 13 ქულა მოაგროვა, კვლავ ბოლო ადგილზე რჩება და პლეი-აუტის ზონას 1 ქულით ჩამორჩება, პირდაპირ დასარჩენ ზონას კი - 7 ქულით.
ქართველების გუნდს 15 თებერვალს უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს - მასსავით 13-ქულიან და ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ ოსერს უმასპინძლებენ.