VIDEO: გამარჯვება ყოფილ გუნდთან - თოკომ ბასკონიასთან სოლიდური მატჩი ჩაატარა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
თორნიკე შენგელიას ბარსელონამ, ევროლიგის 27-ე ტურის ეგიდით, ბასკონია სტუმრად 6-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 97:91.
თოკომ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 27:30 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი მიითვალა. ქულების მხრივ, მატჩში საუკეთესოები ის, ხოელ პარა და მამადი დიაკიტე იყვნენ.
ქართველის ეფექტიანობის ინდექსი 16 იყო, რაც ორივე გუნში მე-4 მაჩვენებელი გახლდათ. ასევე, ევროლიგის ოფიციალური საიტის მიხედვით, ფანებმა მათ ფავორიტ მოთამაშედ შენგელია დაასახელეს.
ზედიზედ 2 წაგების შემდეგ, ბარსამ სეზონში მე-17 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილის ლიდერ ფენერბაჰჩეს 2 მოგებით ჩამორჩება.
მომდევნო ტურში, 12 თებერვალს, ბარსას მეტოქე იქნება პარიზი, რომელიც ევროლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერია (8 მოგება, 18 წაგება).