ლუკა ლოჩოშვილის კიოლნმა ბუნდესლიგაში ბრემენის ვერდერი საკუთარ არენაზე მიიღო და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების მცველმა მატჩი კვლავ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის დებიუტშივე, მე-8 წუთზე, კიოლნს ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შანსი ჰქონდა, მაგრამ ტეის დალინგამ პენალტი ვერ გამოიყენა. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა უპირატესობის მოპოვება მალევე შეძლეს და მე-11 წუთზე ლინტონ მაინამ ზუსტი დარტყმით კიოლნი წინ გაიყვანა.
შეხვედრის მიმდინარეობა მეორე ტაიმში შეიცვალა, როდესაც 69-ე წუთზე ნიკლას ფიულკრუგმა წონასწორობა აღადგინა და ვერდერი მარცხისგან იხსნა.
ბუნდესლიგაში გამართული სამი ტურის შემდეგ კიოლნს 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს.